Saturday, December 15, 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო  "ჩემი თვალით დანახული საქართველო"

ინტელის კურსი იყო საინტერესო , იყო უამრავი წვრილმანი დეტალი  რაც კარგად გავიგე.
მიღებული ცოდნა ხელს შემიწყობს მოსწავლეებთან ერთად ვიმუშაო პროექტზე და მათი სწავლება გავხადო სახალისო. ჩამოვუყალიბო მათ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.
ჩვენმა ტრენერმა ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენამდე მოეტანა ყველა სიახლე. მადლობა ამ შრომისთვის ნინო <3

მერვე დღე

ჩემთვის საინტერესო საკითხი იყო ფასილიტაცია, თუ როგორ უნდა მისცე გეზი მოსწავლეს. მალე ელ.ენერგია გათიშა და მომდევნო დღისთვის გადავდეთ ამ თემის დასრულება. საქართველო ''სიურპრიზების '' ქვეყანა

Saturday, December 8, 2018

მეექვსე დღე




მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მიმდინარე მოდული დამეხმარა , გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმებს თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის შეფასებაზე იმისათვის რომ ისინი გავიყვანოთ  21 საუკუნის უნარებზე.

Friday, December 7, 2018

მეხუთე დღე




                                                       რეფლექსია

დრევანდელ დღეს ვისწავლე თუ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები, ინტერნეტში მოძიებულ მასალაზე. გამოვიყენე რუბრიკა მეწყვილის პროექტის პრეზენტაციის შესაფასებლად, შევუფასე პრეზენტაცია და დავუწერე განმავითარებელი კომენტარი.
 შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რითიც მოსწავლეს გავაკეთებინებ აქცენტს საკვანძო საკითხებზე. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი მას ხდის დამოუკიდებელ მსმენელს, პრეზენტაციის შექმნისთვის გამოიყენებს ამ ჩეკლისტის კრიტერიუმებში მოცემულ ჩამონათვალს, რაც ხელს შეუწყობს შეაფასოს თავის ნაშრომი.

მეოთხე დღე




ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების მორგება მიზანთან ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარება ბავშვების აზროვნების გასააქტიურებლად , განმავითარებელი შეფასების ფორმების 5 მიმართულებას გავეცანი , მოვარგე ის ჩემს თემას. შევქმენი პრეზენტაცია და შევინახე ჩემს ბლოგზე

Monday, December 3, 2018

მესამე დღე

მესამე დღეს ტრენინგზე განვიხილეთ 2 მოდულის აქტივობები.
შევარჩიე სტანდარტი შემდეგ მიზანი თუ რა შედეგზე მინდა გავიყვანო მოსწავლე.
დავწერე საკვანძო საკითხები, რომელიც მოიცავს ზოგად კითხვებს, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს

Saturday, December 1, 2018

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
 უშუალოდ პროექტის სტრუქტურაზე, პროექტის გეგმის შაბლონზე, თუ რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება,  ასევე გავეცანი პუბლიკაციის ნიმუშებს.
სტატიის დაგეგმარების ჩეკლისტი მომეხმარა სტატიის დაწერაში თუ რომელ სამიზნე ჯგუფზე  გავთვალო ეს ინფორმაცია.
შევქმენი პუბლიკაცია,თუ როგორ გავაცნო საზოგადოებას ჩემი პროექტი.
 ვისწავლე ასევე პროგრამა snipping tool-ის გამოყენება იმისათვის რომ ბლოგზე სურათი ავტვირთო.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, კიდევ ერთი ნაბიჯი  წინ პროექტების სწავლების სამყაროში  <3